ძროხებში ფრინველის გრიპი გავრცელდა - მეცნიერები შესაძლო პანდემიის შესახებ გვაფრთხილებენ
1745763421
სამი წლის წინ 24 ივნისს ბაგებში, "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილს, რომლითაც ბიზნესმენი ლევან კაჭარავა იგივე „ტილიკა“ მგზავრობდა, ცეცხლი გაუხსნეს. კაჭარავა გარდაიცვალა. ბიზნესმენს 20 ტყვია მოხვდა. სიკვდილს გადაურჩა მძღოლი, რომელმაც თავს გაქცევით უშველა.
53 წლის ლევან კაჭარავა ბოლო წლები საფრანგეთში ცხოვრობდა. საქართველოში კი მკვლელობამდე ერთი ადრე მამის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და უკან აღარ წასულა.
ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობა მკვლელობა პირად უთანხმოებას უკავშირდება.
ჩასაფრება სავარაუდოდ ტყიდან მოხდა. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, კარგად იცოდა მისი გადაადგილების მარშრუტი.
ლევან კაჭარავა თავის დროზე "ჯორჯიან ტრანზოილის" დამფუძნებელი იყო. მან წლების წინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად Silk Road Group დააფუძნა, თუმცა მოგვიანებით ის გამოეყო Silk Road Group-ს და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი გახდა, მათ შორისაა ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობა ენერგეტიკა და ლოჯისტიკა იყო.