პლასტიკურმა ქირურგმა ცოლის ცხედარი თვითმფრინავიდან გადააგდო და მის პოვნაში პოლიციას წლების განმავლობაში ეხმარებოდა - რობერტ ბირენბაუმის დაუჯერებელი ისტორია

Ex-surgeon confesses he took wife's 'body out of the airplane over the ocean'

პლასტიკურმა ქირურგმა, რობერტ ბირენბაუმმა  ცოლის, გეილ კატზის ცხედარი თვითმფრინავიდან გადააგდო და მის პოვნაში პოლიციას 10 წლის განმავლობაში ეხმარებოდა. მეუღლის მკვლელობა მამაკაცმა მხოლოდ 30 წლის შემდეგ აღიარა. 

„მინდოდა ყვირილი შეეწყვიტა,ამიტომ თავს დავესხი. შემდეგ კარი გამოვაღე და მისი სხეული თვითმფრინავიდან ოკეანეში გადავაგდე", - განაცხადა რობერტმა. 

გეილისა და რობერტის ისტორია

გეილი და რობერტი ერთმანეთს 80-იან წლებში შეხვდნენ. წყვილი ერთმანეთს მშვენივრად ეწყობოდა.  გეილი კოლეჯში სწავლობდა, რობერტი ქირურგის ასისტენტად მუშაობდა, რამდენიმე ენაზე საუბრობდა, არაჩვეულებრივი მზარეული იყო და პატარა ზომის თვითმფრინავებს მართავდა. რობერტს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები  მოკლე ფრენებზე თან ხშირად დაჰყავდა. 

როგორც გეილის და,ალაინი ამბობს, რობერტისა და გეილის სიყვარულის ისტორია თავიდან ზღაპარს ჰგავდა, თუმცა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ალაინის თქმით,  ერთხელ სუშის რესტორანში ყოფნისას, რობერტმა გეილს პირში საჭმელი ძალით ჩაასხა. შემდეგ კი გეილის კატის ტუალეტში ჩარეცხვას აპირებდა. 

გეილის ოჯახი და მეგობრები ნელ-ნელა ხვდებოდნენ, რომ წყვილის ურთიერთობა ტოქსიკური ხდებოდა. რობერტი კონტროლის მოყვარული ადამიანი იყო. მეზობლების თქმით, გეილი სახლში ყოფნისას თავს არაკომფორტულად გრძნობდა.

ერთ დღეს, რობერტმა დაინხა, რომ მისი ცოლი აივანზე სიგარეტს ეწეოდა - ის გეილს მივარდა, მის გაგუდვას ცდილობდა, რის შემდეგაც ქალს გული წაუვიდა. გეილმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა, თუმცა ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა. 

გეილი მეუღლის გამოსწორებას ცდილობდა, თერაპევტთანაც მიიყვანა, თუმცა სიტუაცია არ შეცვლილა, რის შემდეგაც გეილმა დას უთხრა, რომ მეუღლესთან დაშორებას აპირებდა. 

1985 წლის 7 ივლისს გეილ კატზი გაუჩინარდა. 

... 

გაუჩინარების შემდეგ რობერტმა გეილის ოჯახს უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდათ და გეილი სახლიდან წავიდა. თუმცა, ამ ისტორიის გეილის დას არ სჯეროდა. 

„ჩემი და ჩემთან არ იყო, ის არც მშობლების სახლში მისულა. მაშინ მივხვდი, რომ გეილი ცოცხალი აღარ იყო",- ამბობს ალაინ კატზი. 

თვეები გავიდა და გეილი არსად ჩანდა. ამ პერიოდში რობერტი აქტიურად ესწრებოდა წვეულებებს და სხვა ქალებს ხვდებოდა. 

გეილის საქმე გამომძიებელ ენდი როსენზვეიგს გადაეცა. გამომძიებელი ვარაუდობდა, რომ რობერტმა მეუღლე მოკლა, მისი ცხედარი კი ოკეანეში გადააგდო. თუმცა, მტკიცებულების გარეშე, მას ბრალს ვერ წაუყენებდნენ. 

1989 წლის მაისში, წყალმა სხეულის ნაწილი გამორიყა.  ოჯახმა მიიჩნია, რომ ცხედარი გეილ კატზს ეკუთვნოდა. მაშინ დნმ-ის ტესტი არ არსებობდა. თუმცა, პოლიციამ შესაბამისი  მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა, რომ მკვლელობაში რობერტი დაედანაშაულებინათ. 

რობერტი თავს ისე აჩვენებდა, რომ პოლიციას ცოლის პოვნაში ეხმარებოდა. 

წლების მანძილზე რობერტი ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა - რამდენიმე პარტნიორიც გამოიცვალა. 

...

თითქოს ყველაფერი ამბის „ჩაფარცხვისკენ" მიდიოდა. თუმცა, საქმის გამომძიებელს ენდი როსენზვეიგს ეს ამბავი მოსვენებას არ აძლევდა. პენსიაში გასვლამდე, ის კიდევ ერთხელ დაუბრუნდა გეილის საქმეს.  მომხდარიდან 10 წლის შემდეგ ენდი გეილის ოჯახს შეეხმიანა და სთხოვა, ამოეთხარათ ცხედარი და მასზე დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინათ. შედეგები მოულოდნელი იყო - ცხედარი გეილ კატზს არ ეკუთვნოდა. 

პოლიციამ საქმე ხელახლა გახსნა და აღმოაჩინეს, რომ მეუღლის გაუჩინარების დღეს, რობერტი თვითმფრინავს მართავდა - გეილი კი მის გვერდით იყო. 

იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულს თვითმხილველები არ ჰყავდა - პოლიციამ მომხდარის ინსცენირება გაითამაშა, რათა ენახათ რამდენად შესაძლებელი იყო თვითმფრინავში ადამიანის მოკვლა და შემდეგ მისი თავიდან მოშორება. 

რობერტი დააპატიმრეს, თუმცა, მან დანაშაული დაპატიმრებიდან 20 წლის შემდეგ აღიარა. 

გეილის დამ, ალაინამ არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა და ოჯახური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღების კამპანია დაიწყო. 

„ჩემი დის ცხედარი უკვალოდ გაქრა. გეილს განსასვენებელი ადგილი არ აქვს. თუმცა, მის სულს ყოველთვის ვგრძნობ. ის იქნება ყველგან, სადაც ქალებს დასჭირდებათ და ის გააფრთხილებს ყველას, რომ მოძალადე ქმრებს თავი უნდა დააღწიონ",- ამბობს ალაიანა.