„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
გერმანია ეძებს კაცს, სახელად ალი ასკარ ჰასო ბარაქატს, რომელმაც 2011 წელს საკუთარი ქალიშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა.
პირი, რომელიც საგამოძიებო უწყებას მკვლელობაში ბრალდებულ კაცზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის ჯილდოდ 10 000 ევროს მიიღებს.
დანაშაული სოციალური მუშაკების თვალწინ მოხდა. მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.
მოკლულმა ქალიშვილმა უარი თქვა ოჯახის მკაცრ რელიგიურ წესებზე.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცი ერაყში გაიქცა და მას შემდეგ გაუჩინარებულია.
ერაყში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო, ძებნილი ბარაქატი შესაძლოა გერმანიაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში ოჯახთან ერთად ყალბი დოკუმენტებით ცხოვრობდეს.