„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ბავშვებში კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გრძელვადიან პერიოდში. ამ დასკვნამდე მივიდნენ პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის მეცნიერები.
„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ყურადღება ორიენტირებულია COVID-19-ის მწვავე ფაზაზე, ჩვენი დასკვნები ვარაუდობენ, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გრძელვადიანი რისკები ემუქრებათ, რაც უნდა იყოს მონიტორინგში“, - თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა.
თირკმელების დაავადება
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა JAMA Network Open-ში, მოიცავდა 21 წლამდე ასაკის 1,900,146 ადამიანის ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებს. მეცნიერებმა 2020-2023 წლებში კოვიდგადატანილი პაციენტები შეამოწმეს. გაირკვა, რომ გამოჯანმრთელებულ ბავშვებს 17%-ით მეტი აქვთ თირკმელების ქრონიკული დაავადების მეორე, მსუბუქი სტადიის განვითარების რისკი. მათ ასევე ჰქონდათ 35%-ით მაღალი რისკი 3 სტადიის, ზომიერი, ქრონიკული თირკმლის დაავადების.
ასევე, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც თირკმელების დაზიანება აღენიშნებოდათ კოროვირუსის მწვავე სტადიაზე, აღენიშნებოდათ 29%-ით მეტი რისკი ამ ორგანოებში დამატებითი გართულებების განვითარების ინფიცირებიდან სამიდან ექვს თვემდე.
კუჭ-ნაწლავის პრობლემები
კიდევ ერთი კვლევაში შეისწავლეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი 1,576,933 ბავშვსა და მოზარდში. ბავშვებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან, 25%-ით მეტი ჰქონდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების რისკი დაავადების შემდგომი მწვავე პერიოდში. რისკი „ქრონიკულ ფაზაში“ გაიზარდა ბავშვების 28%-მდე COVID-19 ინფექციის შემდეგ ექვსი თვიდან ორ წელიწადში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი
კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებს ერთი ან მეტი გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების საგრძნობლად მაღალი რისკი აქვთ. საუბარია არითმიაზე, გულის ანთებაზე, გულმკერდის ტკივილსა და ჰიპერტენზიაზე.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რისკი 63%-ით გაიზარდა როგორც გულის თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვებში, ასევე მათში, ვისაც ამ ორგანოს მსგავსი პრობლემა არ ჰქონდა.