„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც, ძარცვისას, სახლში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა.
ატიკაში სახლებისა და მაღაზიების ძარცვის ბრალდებით დაკავებულები არიან 54 და 43 წლის კაცები.
ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი მძარცველები, ატიკის სხვადასხვა რაიონში, პირადი ავტომანქანებით, ღამით გადაადგილდებოდნენ და იმ ადამიანებს, ვის გაძარცვასაც გეგმავდნენ, ავტომობილებში GPS მოწყობილობებს უყენებდნენ.
ამ გზით მძარცველებმა იცოდნენ სახლებისა და მაღაზიების მეპატრონეების ადგილმდებარეობა და მათ დასაბრუნებლად საჭირო დრო. აღნიშნული დროის მონაკვეთში კი, ისინი ქურდობას ახერხებდნენ.
ბერძენმა სამართალდამცველებმა დაკავებულების დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას სხვადასხვა ხელსაწყოები (სამუშაო ხელთათმანები, ჩაქუჩი, ხრახნები),- ქურდობის იარაღები და ჟოკეის ქუდები, ძვირფასი სამკაულები, საკოლექციო საათები, საფულეები, ტყავის ქამრები, სანთებელები, სათვალეები, სუნამოები, ბრენდირებული ჩანთები და თანხა ამოიღეს.
ასევე, ამოღებულია 2 ავტომობილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დანაშაულის ჩადენისას სარგებლობდნენ.
ამ დროისთვის, საბერძნეთის პოლიცია იკვლევს, მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები ათეულობით სხვა დანაშაულებრივ ქმედებაში.