„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა", - Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
1786871805
ხობში, სოფელ ხამისკურთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
,,პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილიც ასევე ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
როგორც ,,პრაიმტაიმს" უწყების პრესსამსახურში უთხრეს, დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.