მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ბათუმში, აფეთქების ხმა გაიგეს. ზღვის ნაპირიდან დაახლოებით 25 მეტრში, ზღვაში აფეთქება მოხდა.
ინფორმაციას ,,რუსთავი 2" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აფეთქდა საზღვაო ნაღმი. ვრცელდება შემთხვევის ამსახველი კადრებიც.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. უცნობია, საიდან აღმოჩნდა ნაღმი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
,,პრაიმტაიმი" დამატებით დეტალებს არკვევს.