Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313
ზუვდიდის მუნიციპალიტეტის სოფელში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს.
55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას მკვლელობის შემდეგ, მოხუცმა სავარაუდოდ,თავი მოიკლა. სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.