„მე დავასრულე მისი სიცოცხლე" - დატოვებული აღიარებითი წერილი და 22 წლის გოგონას გახმაურებული სასტიკი მკვლელობის დეტალები

გაბი პეტიტო

2021 წლის 11 სექტემბერს 22 წლის გაბი ბეტიტო გაუჩინარდა. გოგონა ბლოგერი იყო და ის საქმროსთან, ლოდრისთან  ერთად ფურგონით მოგზაურობდა. 

წყვილმა ფლორიდა ივლისში დატოვა. ოჯახს მათთან ბოლო კონტაქტი 25 აგვისტოს ჰქონდა. 

გოგონას გაუჩინარების შემდეგ, გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ გოგონას დაკარგულად გამოცხადებამდე 10 დღით ადრე, გაბის საქმრო, ფლორიდაში  დაბრუნდა. პოლიციამ სასწრაფოდ მისი მოძებნა გადაწყვიტა, თუმცა ლონდრი უკვალოდ გაუჩინარდა. 

გაბი პეტიტოს ცხედარი 19 სექტემბერს აღმოაჩინეს. გარდაცვალების მიზეზად „დახრჩობა'' დასახელდა. მოგვიანებით მიაკვლიეს ლონდრის ცხედარსაც, რომელმაც პოლიციის განცხადებით, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.  ლონდრის ცხედართან წერილიც იპოვეს, რომელშიც მან საყვარელი ქალის მკვლელობა აღიარა. 

ვინ იყო გაბი პეტიტო

გაბი პეტიტო მოგზაური ბლოგერი იყო. ბრაიან ლონდრიზე ის 2020 წელს დაინიშნა. გაბიმ გადაწყვიტა მისი და მისი საქმროს მოგზაურობის ისტორია გადაეღო და YouTube-ზე განეთავსებინა.  „ის იყო გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა მოგზაურობა",- ასე ახასიათებდნენ ლონდრის მშობლები გაბის. 

რა დაემართა გაბი პეტიტოს

პოლიციის განცხადებით, პეტიტოს „თავისა და კისრის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ის ხელით გაგუდეს".   როდესაც პოლიციამ მის ცხედარს მიაკვლია, გოგონა 3-4 კვირის გარდაცვლილი იყო. 

თვითმხილველების თქმით, 2021 წლის 27 აგვისტოს გაბისა და ლონდრის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბი მოუვიდათ.  რის შემდეგაც ლონდრიმ გოგონას სახეში გაარტყა.  

 ვინ მოკლა გაბი პეტიტო

პოლიციამ პეტიტოს მკვლელობაში დამნაშავედ მისი საქმრო, ლონდრი ცნო. ლონდრის ცხედართან პოლიციამ წერილი იპოვა, რომელშიც ასეთი სიტყვები ეწერა:

„გაბის შუბლზე ნატკენი ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად გაიზარდა. მას ძალიან აწუხებდა ეს ყველაფერი და მთხოვდა, რომ მისი ტკივილი დამესრულებინა. 

მე დავასრულე მისი სიცოცხლე. მეგონა ეს მას შვებას მოუტანდა, თუმცა ახლა ვხვდები ყველა იმ შეცდომას, რომელიც დავუშვი. პანიკაში ჩავვარდი, შოკში ვიყავი.  მის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს".

პოლიციის განცხადებით, ლონდრის თავის მართლება სისულელე იყო და პეტიტოს მისთვის არაფერი მსგავსი არ უთხოვია. 

2024 წლის ივნისში, FBI-მ ასევე მიაგნო წერილს, რომელიც პეტიტომ საყვარელ მამაკაცს მანამდე მისწერა:

„არ ვიცი მეტი რა გავაკეთო რომ დაგეხმარო, როცა ასე იტანჯები. იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მიყვარხარ. გთხოვ, შეწყვიტე ტირილი - ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მე შენთან ვარ". 

რატომ მოკლა ლონდრიმ გაბი პეტიტო

პეტიტოს მეგობრების თქმით, წყვილს ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდა. 

„ლონდრი ზედმეტად ეჭვიანი იყო",- ამბობენ პეტიტოს ახლობლები.