"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს წლებია დაქორწინებულები ვართ. სინამდვილეში კი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ არველაძეების რძალთან - ქეთი წიქვაძესთან

keti

"ჩვენზე - ჩემსა და ნიკაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს წლებია დავქორწინდით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი რეალურად ახლა ხდება ჩვენს თავს..." - უთხრა ქეთი წიქვაძემ "პრაიმტაიმს" და ინტერვიუ გამონაკლისის სახით სწორედ ჩვენ მოგვცა.

როგორც ის ამბობს, მის რჩეულს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს; განსხვავებული არველაძეა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ წყვილმა ბულვარულ პრესას "ლავსთორი" ოსტატურად გამოაპარა. ისე მივიდნენ ქორწინებამდე, რომ არსად არაფერი გაჟონილა. 

ქეთი წიქვაძე: ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 8 წელია. თავიდან მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ ეს სხვაობა არასდროს მახსენდება.

ნიკა ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.

განაგრძეთ კითხვა...