არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი (KUCA), გლობალურ სტარტაპ პლატფორმასთან - THE Crossroads ითანამშრომლობენ. მხარეებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და THE Crossroads-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ.
ახალი პარტნიორობის მიზანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მის გარშემო არსებული ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს, ჩამოყალიბდეს რეგიონში წამყვან ინოვაციურ და სამეწარმეო ჰაბად.
მემორანდუმი ითვალისწინებს KIU-ს ბაზაზე თანამედროვე ინოვაციების ცენტრის შექმნას და ამოქმედებას; მსოფლიო დონეზე აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას; საქართველოს გლობალური ინოვაციური ხიდის სტატუსის განმტკიცებას.