დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
გუშინ, „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მედია-დღე ჰქონდა, სადაც გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის დეზირე დუემ „არსენალთან“ მატჩის შესახებ ისაუბრეს. ფრანგ შემტევს მისაბაძი მაგალითების შესახებ ჰკითხეს, რა დროსაც ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა გამოარჩია:
„ჩემი მისაბაძი მაგალითები? ყველა ამ გუნდშია: თავდამსხმელები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან და ასევე რამდენიმე ფეხბურთელი სხვა პოზიციებზე. მაგრამ, როცა იმის ბედნიერება მაქვს, რომ უსმანთან, ბარკოლასთან და კვარაცხელიასთან ერთად ვითამაშო... ისინი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან. და გულწრფელად რომ ვთქვა, მათი ყოველდღიურად ხილვა ერთი დიდი სიამოვნებაა.“