ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც 25 ივნისის ახალი მთვარის დროს "კარმულ ბილეთს" მიიღებენ

ასტროლოგიური პროგნოზი

 2025 წლის 25 ივნისს კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს შინაგანი გადატვირთვის, ემოციური განწმენდისა და ახალი კარმული ისტორიების დასაწყებად მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. მეტიც, 25 ივნისის ახალი მთვარე ტრანსფორმაციების, წარსულისგან გათავისუფლებისა და ღრმა ინტუიციის შეძენის კარს გააღებს. ახალმთვარეობა ყველა ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუმცა დადებით გავლენას ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი განსაკუთრებით იგრძნობს:

კირჩხიბი - შანსი, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
თქვენს თანავარსკვლავედში ახალი მთვარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კირჩხიბებისთვის პირადი ასტროლოგიური ახალი წელი დგება. ძლიერი გადატვირთვისა და ძირეული ცვლილებების დრო იწყება. სამყარო გიბიძგებთ, გათავისუფლდეთ იმ შიშებისგან, რომლებიც ახლა წარმატებასა და ბედნიერებაში ხელს გიშლით.

თუ დიდი ხანია შინაგანი დისკომფორტის, ემოციური დაძაბულობის ან წარსულში ჩარჩენის განცდა გაქვთ, 25 ივნისიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარი თავი სრულად გამოხატოთ. დაიწყოთ ახალი თავი როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში და საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯები იმ მიზნებისკენ, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ.

 მორიელი - ბედისწერის კარმული გაკვეთილები

25 ივნისის ახალი მთვარე მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტს მოგცემთ. მორიელებს მოუწევთ აირჩიონ, რომელი გზით წავიდნენ: გააგრძელონ ნაცნობი გზა თუ რისკზე წასვლა და უცნობი გზით სიარული აირჩიონ. ამ დღეებში შესაძლოა, მივიწყებული საკითხები და დაპირებები კვლავ გააქტიურდეს. ის, რასაც ახლა გააკეთებთ, თქვენს მომავალზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.

ინტუიცია განსაკუთრებით გააქტიურდება. ამიტომ, საკუთარ თავს აუცილებლად მოუსმინეთ. შესაძლოა, მიიღოთ ისეთი შეთავაზება ან მოწვევა, რომელიც თავიდან შემთხვევითობად მოგეჩვენებათ, მაგრამ შემდეგ ის კარმული თავისუფლებისკენ მიმავალ ნამდვილ "იღბლიან ბილეთად" იქცევა.

თევზები - ფარული სურვილების ასრულება
ახალი მთვარე თევზების ნიშნის წარმომადგენლებს მისცემს შანსს, რომ აისრულონ ის სურვილები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობენ, გულში ატარებენ, მაგრამ ხმამაღლა გახმოვანებასა და სხვებისთვის გაზიარებასაც კი ვერ ბედავენ. ქვეცნობიერის ძლიერი ენერგია გააქტიურდება და იგრძნობთ, რომ მზად ხართ შეწყვიტოთ ლოდინი და დაიწყოთ მოქმედება. ეს არის შესანიშნავი დრო იმისათვის, რომ ახალი პროექტები დაიწყოთ, საქმიანობის შეცვლაზე, დამატებით აქტივობებზე, პირად ცხოვრებაში სიახლეებზე იფიქროთ.

ყველაფერი, რასაც აღნიშნულ დღეს დაიწყებთ, შედეგს აუცილებლად მოგიტანთ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ 25 ივნისი საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროთ...ვრცლად