ზოდიაქოს 4 ნიშნის ქალი, რომელსაც ჯობია არ შეეწინააღმდეგო

ასტროლოგიური პროგნოზი

ზოგიერთ ქალს განსაკუთრებული ძალა აქვს. ეს არ არის მაგია - ეს ხმაა, მზერაა, უნარია, დაინახოს ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ისინი ვერ იტანენ ტყუილს, არ ეშინიათ სიმართლის და რაც მთავარია - არ ივიწყებენ ღალატს. მათი შინაგანი სიძლიერე ერთდროულად გაშინებს, გიზიდავს და გაფიქრებს.

ასტროლოგების აზრით, არსებობს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა წარმომადგენელი ქალები განსაკუთრებით საშიში არიან, თუ მათ გადაუდექი გზაზე.
 
მორიელი -სიბნელის დედოფალი
ძირითადი თვისებები: გამჭოლი მზერა, შიდა ძალა, შეუმჩნეველი კონტროლი

ქალი-მორიელი უბრალოდ ძლიერი კი არა, საშიშად ძლიერია. ის არ იყვირებს — უბრალოდ გაქრება, და მერე მიხვდები, რომ ყველაფერი უკვე დამთავრდა. ტყუილს გრძნობს მანძილიდან. ღალატს — არასდროს აპატიებს ბოლომდე. არ სცადოთ მასთან მანიპულაცია — სანამ ფიქრობთ, რომ იგებთ, უკვე მის თამაშში ხართ მოქცეული.

თხის რქა — რკინის ლედი
ძირითადი თვისებები: ცივი გონება, სტრატეგიული აზროვნება, სიჩუმეში ძალა 

ქალი - თხის რქა არასდროს აგრძნობინებს ემოციას. ის მოქმედებს სიზუსტით — ზუსტად იცის, როდის უნდა თქვას რა. მისთანა კამათი ნიშნავს ჭადრაკის თამაშს დიდოსტატთან. შურისძიება მის სტილში არაა — ის უბრალოდ გაგრძნობინებს, რომ სჯობს საერთოდ არ გამოგეწვია.

ქალწული - ლოგიკის დედოფალი
ძირითადი თვისებები: მკაფიო აზროვნება, კრიტიკა, ემოციური სიჩქარე.

ქალი - ქალწული პირველ რიგში ადამიანის სული აანალიზებს. ის დაგაკვირდება, შენიშნავს ყველაფერს და საჭირო დროს მოულოდნელად, ღრმა სიზუსტით დაგარტყამს სუსტ წერტილში. თუ მასთან კამათობ — დიდი შანსია უკვე წაგებული გაქვს, უბრალოდ ჯერ ვერ მიხვდი.

მერწყული - მენტალური სტიქია
ძირითადი თვისებები: თავისუფლება, სიცივე, მოულოდნელობა.

ქალი - მერწყული გიღიმის, მაგრამ ემოციურად შორს არის. ის ცხოვრობს საკუთარი წესებით და არავის აძლევს უფლებას ზეგავლენა მოახდინოს. კამათისას არ იდავებს — უბრალოდ დაგტოვებს. ის არ ებრძვის — ირჩევს, ვისთან უნდა დარჩეს. ვინც მის საზღვარს გადასცდება — მისგან წაიშლება... წყარო