სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1747394333
მოძღვარი სიზმარში – ავადმყოფობის ნიშანია. თუ სიზმარში ხედავთ, რომ მოძღვარი დაკავებულია საეკლკესიო საქმიანობით – ავადმყოფობა და მოუსვენრობა გელით. თუ ქალს ესიზმრება, რომ მოძღვარზეა შეყვარებული – ეს ნიშნავს, რომ უნდა უფრთხილდეს საყვარლსიგან მოტყუებას. თუ ქალს ესიზმრება, რომ მოძღვარი ცდილობს მისი სიყვარულის მოპოვებას – მას გაკიცხავენ სითამამისა და გართობის ზედმეტად სიყვარულისთვის. თუ მოძღვარს აღსარებას აბარებთ, წინ დამცირება და მწუხარება გელით. ეს სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენ ჩაიდინეთ, ან მომავალში ჩაიდენთ ისეთ, რამეს, რაც მოგაყენებთ ზიანს. მოძღვარი ან მოციქული – სასულიერო პირები და სიზმარი, რომელშიც მათ ხედავთ, ნიშანია თქვენს მიერ ჩადენილი ცოდვებისა და არსებული სისუსტეებისა, რაც თავის მხრივ გაფრთხილებთ, რომ მეტად უნდა დაუკვირდეთ საკუთარ ქცევას. თუ სიზმარში მოძღვარს ხედავთ, მაგრამ არ ესაუბრებით მას – სხვის ნება-სურვილს დაემორჩილებით. თუ ესაუბრებით – სამომავლოდ დიდი პატივი გელით. სიზმარი, რომელშიც მოძღვარი დაღლილი და მოწყენილია, გაფრთხილებთ სამომავლოდ დიდ სიბოროტეზე.
რას ნიშნავს სიზმარში მღვდელის ნახვა
ვანგას მიხედვით
თუ სიზმარში მოძღვარს ხედავთ, რომელიც ლოცვას აღავლენს – ეს იმის ნიშანია, რომ დადგა დრო მიმართოთ ღმერთს და მოინანიოთ ჩადენილი ცოდვები. თუ სიზმარში მოძღვარი გლოცავთ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში გავლენიანი პირის მფარველობას მიიღებთ და წარმატებები გექნებათ ყველა სახის წამოწყებაში. თუ სიზმარში საკუთარ თავს ანაფორაში ხედავთ, ეს მიგანიშნებთ იმას, რომ დედამიწაზე მოვლენილი ხართ სხვების დასახმარებლად და სიკეთის საკეთებლად. შეიძლება მსგავსი სიზმარი იმასაც ნიშნავდეს, რომ სასულიერო მოღვაწეობა გიწერიათ ბედისგან. თუ კათოლიკე სასულიერო პირი დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში გარდატეხები გელით. შეიძლება რთული არჩევანის გაკეთება ან მძიმე გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდეთ. თუ სიზმარში მოძღვარი ჯვარს გწერთ, რეალურად გელით ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად. აღსარების ჩაბარება სიზმარში – ნიშნავს, რომ მალე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომლისგან თავის დაღწევასაც გავლენიანი ნაცნობის წყალობით შეძლებთ, თუმცა დახმარებამდე, ის მოითხოვს სიტუაციაში გარკვევას და ახსნა-განმარტებებს, რაზეც თქვენ დიდხანს შეინარჩუნებთ დუმილს... წყარო