1755889060
„ახალი სასიყვარულო გატაცება, ფინანსები, შემოსავლების/ გასავლის ზრდა...“ - ახალმთვარეობის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი, 23 აგვისტოს ახალმთვარეობის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ახალმთვარეობის პიკი 10:05 სთ ზე, ქალწულის 1 ° ზე ( უფრო ზუსტად კი 0°22' ზე) , ეს გრადუსი არის ფიქსირებული, სამეფო ვარსკვლავი რეგულის მფლობელობაში, ამიტომ სიახლეები და ცვლილებები მეტად იქნება გამოხატული ცნობადი სახეების (განსაკუთრებით პოლიტიკურ პირთა) ცხოვრებაში.
რას მოიტანს ეს ახალმთვარეობა თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ჯანმრთელობას, ნუ გადაამეტებთ ფიზიკური დატვირთვისას. დაასუფთავეთ, დაალაგეთ თქვენი სივრცე, გონება. რისკი თქვენი საფირმო შტრიხია, თუმცა მსგავს პერიოდში სჯობს მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.
კურო
შემოქმედებითი საქმიანობისთვის მშვენიერი პერიოდია. ახალი სასიყვარულო გატაცება, ასევე აქტუალურია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები.
ტყუპები
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. აქტუალური შესაძლოა გახდეს უძრავი ქონების, სახლის, ოჯახის წევრების, მშობლებლების თემაში გარკვეული ცვლილებები, ამ პერიოდმა შესაძლოა სრულიად ამოგაგდოთ თქვენი გაწერილი გეგმებიდან.
კირჩხიბი
კომუნიკაციები, ძველი პარტნიორული და საქმიანი კავშირების განახლება. ინფორმაციებით დახუნძლული პერიოდია. ბევრი სიახლეები, თუმცა აუცილებლად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია და მოუსმინეთ ინტუიციას.
ლომი
ფინანსები, შემოსავლების/ გასავლის ზრდა, საჩუქრები... ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე თქვენთვის მატერიალური საკითხებია. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ. ეს პერიოდი თქვენთვის მატერიალურად მომგებიანი შეიძლება გახდეს, თუ გონივრულად იმოქმედებთ.
ქალწული
პოზიტიური ცვლილებები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში! შეიტანეთ ცვლილებები თქვენს იმიჯში! მომგებიანია თქვენთვის ეს პერიოდი, როგორც პირად-სასიყვარულო ასევე საქმიანი კუთხით! ეცადეთ მეტად დაისვენოთ და დაასვენოთ თქვენი გონება.
სასწორი
სულ მალე თქვენი დრო დადგება, მანამდე კი ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ თქვენს შინაგან მდგომარეობას, სამყაროსთან კომუნიკაციას. სასარგებლოა ლოცვა, მედიტაცია, ვიზუალიზაციის პრაქტიკები. იყავით დამკვირვებლის პოზიციაში და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებისას.
მორიელი
სოციალური საკითხების აქტუალიზაცია. იზრუნეთ საკუთარი სურვილების რეალიზაციაზე, ნებისმიერ რთულ სიტუციაში იქონიეთ მეგობრების იმედი. თანდაყოლილი კრიზისმენეჯმენტის უნარები დაგეხმარებათ სიტუაციის სწორად მართვაში.
მშვილდოსანი
აქცენტირებულია კარიერული თემები, ცვლილებები სამსახურში, ასევე სტატუსთან დაკავშირებული თემები ნებისმიერი კუთხით (ქორწინება/განქორწინება). მოუსმინეთ წლების მიერ მოტანილ საჩუქარს და გამოიყენეთ ეს ფასდაუდებელი ცხოვრებისეული სიბრძნე.
თხის რქა
შესაძლოა მოგიწოთ კანონთან დაკავშირებულ, დროში გაწელილ პროცესებში ჩართულობა. ასევე აქტუალურია უცხოეთთან, განათლების თემასთან დაკავშირებული საკითხები. ნუ შეშინდებით თუ ატყობთ, რომ სიტუაციაზე კონტროლს ჰკარგავთ, ყველაფერი თქვენი ძალიახმევის გარეშეც დალაგდება.
მერწყული
ტრანსფორმაციული ციკლი. მემკვიდრეობასთან, სასამართლო დავებთან დაკავშირებული თემები განახლების ფაზაშია. მოაგვარეთ საბანკო, საკრედიტო საკითხები.
თევზები
ცვლილებები პარტნიორულ, სამსახურეობრივ თემებში. მომგებიანი იქნება თქვენთვის ძველი კავშირებისა და სიტუაციების გადახედვა. მეტად დაეყრდენით გონებას და ნუ აჰყვებით მშფოთვარე გარემოს.
მოამზადა ქეთი ოდიშელმა
p.s.გაითვალისწინეთ, რომ ეს პროგნოზი არის ზოგადი, ინდივიდუალური პროგნოზისთვის კი საჭიროა მიმართოთ პროფესიონალ ასტროლოგს.