1755711092
ტრაგედია პატარძეულში - გარდაიცვალა ბიჭი, რომელსაც მანქანა დაეჯახა

12 წლის მოზარდი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის დროს დაშავდა, გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ პატარძეულში, 10 დღის წინ მოხდა.
მეექვსე კლასის მოსწავლეს, რატი მეხაშიშვილს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
მძიმე ტრავმებით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობის გამო, მოზარდი კატასტროფის ბრიგადამ საგარეჯოდან თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
დაშავებულისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების წარმომადგენლები სისხლსაც აგროვებდნენ, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.