რაჭაში ნათესავებმა ნათესავი შეშის ნაჭრით მოკლეს
1755892654
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი, 23 აგვისტოს ახალმთვარეობის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ახალმთვარეობის პიკი 10:05 სთ ზე, ქალწულის 1 ° ზე ( უფრო ზუსტად კი 0°22' ზე) , ეს გრადუსი არის ფიქსირებული, სამეფო ვარსკვლავი რეგულის მფლობელობაში, ამიტომ სიახლეები და ცვლილებები მეტად იქნება გამოხატული ცნობადი სახეების (განსაკუთრებით პოლიტიკურ პირთა) ცხოვრებაში.
ზოგადად კი მეტი ყურადღება მიაქციეთ ამ ტენდენციების მინიშნებებს ლომის ზოდიაქოს ნიშნის ბოლო დღეებში და ქალწულის ნიშნის დასაწყისში დაბადებულებმა.
ამასთანავე ახალმთვარეობის წერტილს დაძაბული კავშირი აქვს პლანეტა ურანთან, რომელიც მოულოდნელობებით და არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ, ამ პერიოდის ელფერიც ასეთივე მოულოდნელობებითა და გაუთვლელი პერსპექტივებით იქნება დახუნძლული.
ყველაზე მთავარი, რასაც ამ პერიოდში თითოეულ ადამიანს ვურჩევდი, მოსალოდნელი დაბნელებების დერეფნის გათვალისწინებით, (რომელიც სექტემბრის დასაწყისში იწყება, თუმცა ამ თემაზე როგორც სატელევიზიო ასევე ჩვენი სხვა პოსტებით მოგიყვებით) არის ემოციური სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან მიღებული და მისაღები გადაწყვეტილებები, გეგმები და სტრატეგია შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს გარემო სიტუაციებიდან გამომდინარე, რაც სტრესულია პირველ რიგში ფსიქო-ემოციურად და მოითხოვს ადაპტურობასა და გონივრულ მიდგომებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
შეგახსენებთ, რომ ახალმთვარეობის მმართველი პლანეტა მერკურია, რომელიც სრულიად საკომუნიკაციო, საინფორმაციო სფეროს განაგებს, მისი ტრიქსტერული ბუნებიდან გამომდინარე, ის არის ერთდროულად მომრიგებელიც და ქაოსის შემომტანიც.
👉 ერთი რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ასეთ პერიოდში არ მოიწყენთ, და მეორე-მერკურის ნიშანი ლომის ზოდიაქოს გადის, ანუ გასაგები ენით რომ ვთქვა, მზე და მერკური ერთმანეთის შვილებთან არიან სტუმრად, ამიტომ "დიდი ბრძოლებისთვის" შვილებს არ გაიმეტებენ, შედარებით მშვიდიბიანი გამოსავალი იქნება ყველა რთულს სიტუაციაში.
👉 აქტუალური შესაძლოა იყოს პირად-სასიყვარულო, საოჯახო საკითხებში გარკვეული პრობლემები, მოულოდნელობები (საბუთებთან, ქაღალდებთან).
👉 ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, აუცილებლობის შემთხვევაში ეცადეთ მოიგოთ დრო და მშვიდობიანად დასვათ წერტილი- პარტნიორის სურვილების გათვალისწინებით.
👉 პოლიტიკური თემების აქტუალიზაცია, გამწვავება, არაპროგნოზირებადი ვითარება.
👉 ძირითადი ენერგია მოახმარეთ უკვე არსებული საკითხების დალაგება-გადახალისებას.
👉 ჯანმრთელობის კუთხით შესაძლოა ქრონიკული დაავადებების გამწვავება, მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებას. თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან, მატულობს ტრავმულობა. თუმცა მშვენიერი პერიოდია მსუბუქი ვარჯიშების დასაწყებად, იოგასთვის, დიეტებისთვის, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.
ფრთხილად იყავით ცეცხლთან, ცეცხლსასროლ იარაღებთან.
👉 მოსალოდნელია ავარიული სიტუაციების შექმნა, საბრძოლო სიტუაციების გამწვავება, რყევები, მიწისძვრა. (არცერთი არ იქნება დიდი საფრთხის მომცველი)
მოამზადა ქეთი ოდიშელმა