4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც წლის მეორე ნახევარში ბედისწერის გარდამტეხი პერიოდი ელოდება

რა

4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც წლის მეორე ნახევარში ბედისწერის გარდამტეხი პერიოდი ელოდება,- ამ თემაზე ინფორმაციას ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი ავრცელებს. 

„მერწყულის ენერგიის აფეთქება!
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც წლის მეორე ნახევარში ბედისწერის გარდამტეხი პერიოდი ელოდება  
  5 მაისიდან პლუტონი მერწყულის ნიშანში რეტროგრადულად მოძრაობს და ეს ძლიერი ენერგია გვიბიძგებს:
  ძველი ბორკილებისგან გათავისუფლებისკენ
  საკუთარი თავის სიღრმისეულად შეცნობისკენ
  და ნამდვილი „მე“-ს გაღვიძებისკენ
ეს მხოლოდ პლანეტების მოძრაობა არ არის…
ეს არის დიალოგი თქვენს სოციალურ როლსა და ნამდვილ ბუნებას შორის  
  განსაკუთრებული გარდამტეხი პერიოდი ელოდება:
  მერწყულს
  სასწორს
  ლომს
  კუროს
  (გაითვალისწინეთ როგორც მზის, ისე ასცენდენტის ნიშანი)
  მერწყული — ძველი გარსის დამსხვრევა  
თქვენ ახლა ენერგიის ეპიცენტრში ხართ  
შეიძლება იგრძნოთ, თითქოს თქვენი ძველი ვერსია ქრება…
მაგრამ ეს დასასრული კი არა — ხელახალი დაბადებაა  
  როცა შეწყვეტთ ნიღბების ტარებას მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს მოეწონოთ, გამოჩნდება თქვენი ნამდვილი, თავისუფალი და ძლიერი ბუნება.
  ნუ შეგეშინდებათ განსხვავებულობის სწორედ ეს არის თქვენი ძალა.
  სასწორი — თავისუფლება ურთიერთობებში  
თქვენი მთავარი გაკვეთილი დამოკიდებულ ურთიერთობებს ეხება.
  აქამდე ხშირად თმობდით საკუთარ სურვილებს ჰარმონიის შესანარჩუნებლად…
ახლა დროა:
  დააყენოთ საზღვრები
  თქვათ, რა გჭირდებათ სინამდვილეში
  და საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენოთ
  როგორც კი შეწყვეტთ მუდმივ კომპრომისებზე წასვლას, იგრძნობთ შინაგან თავისუფლებას და თქვენს ცხოვრებაში უფრო ჯანსაღი ადამიანები გამოჩნდებიან.
  ლომი — ნამდვილი სიყვარულისა და კავშირის პერიოდი  
  პლუტონის რეტროგრადი თქვენს პარტნიორულ სფეროს ეხება.
ეს არის დრო, როცა ურთიერთობები ნამდვილ გამოცდას გადის.
  ნუ გაექცევით ემოციებს — შეხედეთ საკუთარ თავს პარტნიორის თვალებში.
როცა შეწყვეტთ მუდმივად აღიარების მოთხოვნას და საკუთარ სისუსტეებსაც მიიღებთ, შეძლებთ შექმნათ ღრმა და სულიერი კავშირები  
  კურო — კარიერისა და ღირებულებების ტრანსფორმაცია 

თქვენთვის ცვლილებები კარიერასა და სტატუსს შეეხება.
  დაფიქრდით:
ნამდვილად გაბედნიერებთ ის გზა, რომელზეც ხართ?
თუ მხოლოდ სტაბილურობის გამო აგრძელებთ?
  სამყარო გაჩვენებთ, რომ თქვენი ღირებულება ხელფასით ან სტატუსით არ იზომება.
  ეს არის პერიოდი, როცა შეგიძლიათ იპოვოთ არა უბრალოდ სამსახური , არამედ თქვენი ნამდვილი მოწოდება.
  ეს პერიოდი ბევრისთვის იქნება:
  შინაგანი გარდაქმნა
  ძველი ენერგიების დასრულება
  და სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისი",- წერს იოსელიანი.