VIDEO: კენჭისყრა დაიწყო - პირდაპირი ეთერი სამებიდან
1778497810
სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები იკრიბებიან - ქვეყანა ისტორიული სხდომის მოლოდინშია, საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს უნდა დასახელდეს.
სამებაში მოსამზადებელი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ჯებირები და დამონტაჟდა ხმის გამაძლიერებლები ეზოში მყოფი მოქალაქეებისათვის.
არჩევანი მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო, მიტროპოლიტები იობი და გრიგოლი - წმინდა სინოდმა აპრილის ბოლოს ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
გაფართოებული კრება სამების ტაძარში 13:00 დაიწყება და მას 1 200-მდე პირი დაესწრება, თუმცა ხმის მიცემის უფლება 39 ეპისკოპოსს აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს და 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი რანგის სასულიერო პირებს, მათ შორის, მოუწევთ არჩევანის გაკეთება, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება.