პედაგოგზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანიის რაიონული სასამართლო

გურჯაანიის რაიონულმა სასამართლომ პედაგოგზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე იოსებ აბრამიძემ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

საქმის მასალების მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან პედაგოგ ლია მღებრიშვილს ცეცხლი გაუხსნა, თუმცა თავდასხმის სამიზნე, მისი შვილი იყო, რომელთანაც პირადი კონფლიქტი ჰქონდა.

ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად, საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.
36 წლის ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.