28 ივლისი - 3 აგვისტო: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგიური პროგნოზი

 ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

28 ივლისი
ამ დღეს შესაძლოა, თავი მარტოსულად იგრძნოთ და კომუნიკაცია სასიამოვნო აღარ იყოს. იმის გამო, რომ კომუნიკაცია გართულდება, შესაძლოა, სხვა ადამიანების სიტყვები არასწორად, ნეგატიური კონტექსტით აღიქვათ და გაუგებრობები გაჩნდეს. ამიტომ, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ აღნიშნულ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი შევიკავოთ და დრო განტვირთვისთვის აუცილებლად გამოვნახოთ.

29 ივლისი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღის ენერგია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების სურვილს გააღვიძებს და ეს სურვილი იმდენად მნიშვნელოვანი და შეუჩერებელი გახდება, რომ ბევრ ჩვენგანს საკუთარი მიზნებისა თუ ოცნებებისაკენ პირველ ნაბიჯებს გადაადგმევინებს. შესანიშნავი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, არსებული საქმეების გასავითარებლად, ახალი ცოდნის მისაღებად, ბიზნესში შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად... ამიტომ, ჯობს, ეს დღე ნაყოფიერად გამოიყენოთ.

30 ივლისი
 თვითგამოხატვის სურვილი იზრდება. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, დაუგეგმავ აქტივობებში ჩაერთოთ და საკუთარი ცოდნა და უნარები წარმოაჩინოთ. გარდა ამისა, ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების არსი უკეთ შევაფასოთ. შესაძლოა, ახალი იდეები და ხედვები გაჩნდეს, რამაც სამომავლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებისაკენ გვიბიძგოს.

31 ივლისი
ამ დღეს შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ. ჯობს, საკუთარ ინტუიციას მოუსმინოთ და ემოციურ გადატვირთვას მოერიდოთ. ასევე, კონფლიქტურ სიტუაციებს თავი მაქსიმალურად აარიდეთ...ვრცლად