ტრაგედია კანადაში - დაღუპულები მოხუცთა სახლში და ათასზე მეტი ევაკუირებული
1747430073
პლანეტები პოზიციას მუდმივად იცვლიან, რაც კონკრეტული დღის ენერგიაზე გავლენას ნამდვილად ახდენს. შესაბამისად, როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტების პოზიციის გათვალისწინებით, ზოგიერთი დღე ბევრად უფრო ხელსაყრელია, ზოგი კი - ნაკლებად.
ასტროლოგებმა 2025 წლის მაისისთვის 2 კონკრეტული დღე დაასახელეს. მათგანი ერთი დადებითი გავლენით გამოირჩევა, მეორე კი ყველაზე რთულია:
თვის საუკეთესო დღე - 2025 წლის 22 მაისი
22 მაისს, ვენერა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში მარსთან ერთად ტრინს ქმნის. ვენერა და მარსი შემოქმედებითობასთან, რომანტიკასთან, სურვილთან, წინსვლასთან და პროგრესთან ასოცირდება, ამიტომ მათი შეერთება ამ სფეროებში განსაკუთრებულ წარმატებას გვპირდება. მომატებულ ენერგიასა და შთაგონებას იგრძნობთ და აღმოაჩენთ, რომ იმ საკითხებსაც კი, რომელთა გადაჭრაც აქამდე რთულად გეჩვენებოდათ, მარტივად უმკლავდებით.
ასევე, ვენერა და მარსი ცეცხლის ნიშანში გაერთიანდებიან, რაც აღნიშნულ დღეს კიდევ მეტ ენერგიას მატებს. შესანიშნავი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად. თუკი რაიმეს შეცვლა, გამრავალფეროვნება გსურთ, ამ დღეს დაიწყეთ და შედეგით ბევრად კმაყოფილი დარჩებით. შესანიშნავი პერიოდია ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, კომუნიკაციისთვის, პირადი და კარიერული თვალსაზრისით ცვლილებებისთვის. ამიტომ, აღნიშნული დღის ენერგია აუცილებლად გამოიყენეთ და თქვენი მიზნებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგით... ვრცლად