ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
2025 წლის 10 ივლისს თხის რქის ნიშანში სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 10 ივლისის სავსემთვარეობა გავლენას თითოეულ ადამიანზე მოახდენს.
სავსე მთვარე უზარმაზარი ენერგიით აგვავსებს. თხის რქა კი განსაკუთრებულ წარმატებას ჰპირდება იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტს, ყურადღება სამუშაოზე, პასუხისმგებლობებსა და უფრო პრაქტიკულ საკითხებზე გაამახვილოს. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში უნდა განვახორციელოთ ყველაფერი, რაზედაც 25 ივნისს, ახალი მთვარის დროს ვიფიქრეთ. 10 ივლისის სავსემთვარეობა ახალი გეგმების ჩამოყალიბებისა და მიზნების დასახვისთვის საუკეთესო პერიოდია.
ეს დღე შესანიშნავია იმისათვის, რომ დრო საყვარელ საქმეს მიუძღვნათ და საბოლოოდ დაასრულოთ ის პროექტები, რომლებიც წამოიწყეთ.
რატომ არის 2025 წლის 10 ივლისის სავსემთვარეობა სახიფათო?
როგორც აღვნიშნეთ, ამ დღეს ბევრი ადამიანი მოზღვავებულ ენერგიას იგრძნობს. თუმცა, შესაძლოა, ეს ენერგია ზედმეტიც კი იყოს. შფოთვისა და ემოციური ფონის გაზრდის რისკი მაღალია. ამიტომ, კონფლიქტების ალბათობაც იზრდება. შესაძლოა, სხვა ადამიანების ნათქვამი არასწორად აღიქვათ, ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლი გახდეთ ან მომატებული ემოციური ფონის გამო, იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღოთ.
გარდა ამისა, ამავე დღეს შესაძლოა, თქვენი ყველა მიღწევა გააუფერულოთ და ჩათვალოთ, რომ არაფერი გამოგდით, ვერაფერს მიაღწევთ... ნუ ინერვიულებთ, მალე მოტივაცია ისევ დაგიბრუნდებათ. მთავარია, მოულოდნელი და რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
რა გავლენას მოახდენს 10 ივლისის სავსე მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე?
ტყუპები, კირჩხიბი და მერწყული დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკავებულები და ძალიან აღფრთოვანებულები იქნებიან პროფესიული პერსპექტივებით, მაგრამ ღამით, მათ შეიძლება, მომავლის გამო დიდი შფოთვა დაიწყონ. აქ საუკეთესო ვარიანტი თბილი შხაპის მიღება და ადრე დაძინებაა. უმჯობესია, ძილის წინ რაიმე წაიკითხოთ, სასურველ ფილმს უყუროთ, საყვარელ მუსიკას მოუსმინოთ და დამშვიდდეთ.
ვერძის, ქალწულისა და კუროს ნიშნის წარმომადგენლები გავლენას ყველაზე ნაკლებად იგრძნობენ. მთავარია, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წარსულის გამო დარდი არ ღირს. სამომავლო გეგმები დაისახეთ და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგით...ვრცლად