მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

სამებასთან, შესაძლოა მოგვიწიოს შენობა-ნაგებობების, სახლების გამოსყიდვა და მოხდეს გზის გაფართოება - კახა კალაძე

20:04 05-16-2018
124

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ტურისტული თვალსაზრისით, სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გზა ვიწროა, ამიტომ, შესაძლოა შენობა-ნაგებობების, სახლების გამოსყიდვა და გზის გაფართოება მოხდეს:

„ძველი თბილისის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუმცა, ერთბაშად არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე შევიდეთ და დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. 
რაც შეეხება სამების მიმდებარე ტერიტორიას, რა თქმა უნდა, ტურისტული და ყველანაირი თვალსაზრისით საინტერესო კასტელია. მისასვლელი გზები არის სერიოზული პრობლემა. არ გამოვრიცხავ, რომ მუნიციპალიტეტს მოგვიწიოს შენობა-ნაგებობების, სახლების გამოსყიდვა და მოხდეს გზის გაფართოება, რომ ნორმალური მისასვლელი გზები იყოს სამების საკეთედრო ტაძართან. ეს საკითხები მუშაობის პროცესში გვაქვს" - განაცხადა კალაძემ.

ავტორი: ნინო რაზმაძე