(Exclusive) თემქაზე მოკლული გოგონას შეყვარებულს ამ წუთებში კითხავენ

14:51 02-22-2018
881

თემქაზე მოკლული 21 წლის ანა ნაცვლიშვილის შეყვარებულს პოლიცია ამ წუთებში კითხავს. ასევე იკითხება შეყვარებულის ორი მეგობარიც.

ამის შესახებ "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი.

აქამდე ვრცელდებოდა ვერსია, რომ გოგონას შეყვარებულთან კონფლიქტი ჰქონდა, რაც დღეს გარდაცვლილის მეგობრებმა გამორიცხეს. 

„შეყვარებულთან კონფლიქტი არ ჰქონია, ამას გამოვრიცხავ", - განაცხადა გარდაცვლილის ახლო მეგობარმა. 

21 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღეს, დილით იპოვეს. ადგილზე მობილიზებული სამარტალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით შს სამინსიტროს წარმომადგენლებისთვის ცნობილია ის ავტომობილი, რომლითაც სავარაუდო მკვლელმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

"დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო", - აცხადებენ შსს-ში.

 

 

 

სალომე ჩადუნელი