ყოფილი სამხედრო პოლიციის თანამშრომელი: სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ბრძანება, ჩვენი გათავისუფლების შესახებ უკანონოდ სცნო   

13:45 01-23-2018
223

სამხედრო პოლიციიის აღმოსავლეთ ბატალიონის 2 ასეულის ყოფილი საქმის მწარმოებელმა შოთა მათითაიშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთ ბატალიონიდან 125 ადამიანია გათავისუფლებული, მათ შორის არიან სპეცწოდებით, პოლიციის ოფიცრები და სამოქალაქო პირები. ამის შესახებ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ყოფილი სამხედრო პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა. 

"2016 წლის 21 დეკემებერს მე და ჩემი ასობით თანამშრომელი სამსახურიდან ისე გამოგვიშვეს, რომ არ ვიყავით ინფორმირებული რეორგანიზაციის ჩატარების შესახებ და არც ვიცოდით, რომ დავკარგავდით სამსახურს. ბატონმა ლევან იზორიამ ამას დაარქვა ოპტიმიზაცია. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა ირაკლი სესიაშვილთან გასაუბრება, ჩაიწერა ჩვენი მონაცემები,ტელეფონის ნომრები  და შეგვპირდა, რომ ამ ამბავს დეტალებში გაარკვევდა და ერთი კვირის განმავლობაში დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა" -  განაცხადა მათითაიშვილმა

მათითაიშვილის განცხადებით,  გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. 

"სამოქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 22 ივლისს სასამართლომ გამოიტანა ასეთი დადგენილება, რომ ბატონ ლევან იზორია ბრძანება, რომლითაც ჩვენ დაგვითხოვეს გაუქმებული იქნა. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და 18 იანვარს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ისტანტიციის გადაწყვეტილება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამსახურიდან სრულიად უკანონოდ ვიყავით დათხოვნილი სამსახურებიდან. ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფო წესით მოხდეს ჩემი და ჩემი მეგობრების სამსახურებში აღდგენა და შესაბამისი გადაცდომის ანაზღაურება. ეს ყველაფერი უკანონოდ იყო და ოპტიმიზაციას არ მივაწერ" - განაცხადა მათითაიშვილი.