არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

(Exclusive) "უფასო სასადილოდან მოჰქონდათ საჭმელი...კიდევ ერთი ძმა ლოგინადაა ჩავარდნილი" - ახალი დეტალები გარდაცვლილ და-ძმაზე

13:36 09-20-2017
602
თეგები: გლდანი

გლდანის მეორე მიკრორაიონში, სადაც გუშინ მოხუცი და-ძმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, როგორც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, მათ გარდა კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობს. 

როგორც მეზობლები ამბობენ, სამი ძმა და ერთი და სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ და თავს პენსიით ირჩენდნენ.

"უფასო სასადილოდან მოჰქონდათ საჭმელი. ავთო, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, თან ასაკში იყო უკვე, 67 წლის იყო და მისი და ლალი უვლიდა. ავთოს ნერვოზი ჰქონდა და სახლიდან თითქმის არასდროს გამოდიოდა. ზოგადად, ძალიან ჩაკეტილი ოჯახია. 45 წელია აქ ვცხოვრობ და არავისთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ, თუმცა თავიანთი უცნაური ხასიათის გამო ყველა იცნობდა", - იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, და-ძმა სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, როდესაც  იპოვეს, გარდაცვლილ ძმას და უვლიდა, რომელსაც დაახლოებით ორი კვირის წინ ინსულტი მოუვიდა და ისიც ძალიან ცუდად იყო. 

"სავარაუდოდ, ჯერ ლალი გარდაიცვალა და შემდეგ იმის გამო, რომ ავთოს წამალი და საკვები არავინ მიაწოდა, ავთოც გარდაიცვალა. მათ გარდა ხუთოთახიან ბინაში კიდევ ორი ძმა ცხოვრობს, თუმცა ერთს ცეროზი აქვს და ისიც ლოგინადაა ჩავარდნილი, მეორე ძმა კი ალკოჰოლიკია, თითქმის სულ მთვრალია და საკუთარი ოთახიდან არ გამოდის", - ამბობს მეზობელი. 

თბილისში, გლდანის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები და და ძმა არიან. ისინი დაახლოებით 60 და 70 წლის იყვნენ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე