მეცნიერმა შექმნა სიმღერა, რომელიც შოკოლადს უფრო გემრიელს ხდის

შოკოლადი

ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერმა შექმნა სიმღერა, რომელიც შოკოლადს უფრო გემრიელს ხდის. დოქტორმა ნატალი ჰიაცინტმა აღმოაჩინა, რომ ჩვენს ტვინს „მულტისენსორული ინტეგრაციის“ უნარი აქვს - ეს არის პროცესი, როდესაც გრძნობის ორგანოებს ერთმანეთთან ურთიერთქმედება შეუძლიათ.

მისმა კვლევამ აჩვენა, რომ მაჟორული ტონალობის მელოდიები შოკოლადის გემოში ნაღებისა და სიტკბოს ნოტებს აძლიერებს, მკვეთრი ნოტები კი მწარე გემოს.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჰიაცინტმა, რომელიც ასევე კომპოზიტორი და ხმის ექსპერტია, მუსიკალური ტრეკი შექმნა, რომელსაც შოკოლადის ჭამისას შეგიძლიათ მოუსმინოთ, თუ გინდათ რომ ეს გამოცდილება გაიუმჯობესოთ.