ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილმა კი, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
ისტორიულ დღეს მთელი საქართველო ზეიმობს. ილიას და მერაბს ადგილზე უჭერდა მხარს ლეგენდარული კალათბურთელი ზაზა ფაჩულია. ემოციურად შეხვდნენ ბიჭების გამარჯვებას ზაზას ოჯახშიც.
ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს:
„განწყობა მას შემდეგ რაც ჩემმა ქართველმა ძმებმა სიამაყე მოგვგვარეს“ – აღნიშნავს ზაზა.
ზაზას მეუღლე სოციალურ ქსელში გვიზიარებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ატირდნენ სიხარულისგან კალათბურთელის ვაჟები ქართველების გამარჯვების შემდეგ.