დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნინო მუმლაძემ სულ ცოტა ხნის წინ სასიამოვნო ამბავი გაასაჯაროვა - მალე დედა გახდება. მსახიობი მეშვიდე თვეშია და ვაჟს ელოდება.
მისი პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მისი რჩეული გუგა გოგინაშვილი, პროფესიით ფერმწერია.
„მეშვიდე თვეში ვარ... ნელ-ნელა კლინიკებს ვარჩევ.
ჩემი მეუღლე ფერმწერია... მის ფონზე ცოტა დავკომპლექსდი, რომ ხატავს, მე ცოტა მერიდება, გვერდიდან რომ ვუყურებ... ერთხელ ვცადე საღებავებით და შემაქო, არაპროფესიონალისთვის რაღაც გამომივიდა.
ისე გამოვიყურები, მგონი, განსაკუთრებული არაფერი მეტყობა, მუცლის გარდა (იცინის). ამას ვიფერებ, დღემდე სცენაზე ვდგავარ, სპექტაკლებს ვთამაშობ... ვგეგმავ, რომ მარტის ბოლომდე გავაგრძელო თამაში, თუ ჩემი ბიჭი გამიშვებს. რამდენიმე თვით შესვენება მექნება და მერე ისევ გავაგრძელებ საქმიანობას,“ - ამბობს ნინო მუმლაძე.