VIDEO: „ცხოვრება ერთი წამია“ - სოფო ბედიას ახალი კლიპი აზიურ მოტივებზე აღფრთოვანებული მაყურებელი

სოფო ბედია

სოფო ბედიას სიმღერაზე „ცხოვრება ერთი წამია“ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია კინოთეატრ „კავეაში“ შედგა.

კლიპის სატელევიზიო პრემიერა კი რუსთავი2-ის ეთერში შედგა. რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა.

სიმღერა „ცხოვრება ერთი წამია“ ეკუთვნის კომპოზიტორ კაკი ბოლქვაძეს, ტექსტის ავტორია შორენა ტაბატაძეს. არანჟირების ავტორი ცირა ბზიშვილი და მის სტუდიაში ჩაიეწრა.

ვიდეორგოლის რეჟისორიც კაკი ბოლქვაძეა, გადამღებ ჯგუფში შედიან ბესარიონ კვარაცხელია და ზვიად კარტოზია.

კლიპში მონაწილეობენ არაბული ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავე ელენა ჩიხლაძე, ლაშა გოგაშვილი, Fire Show კი ეკუთვნის გიორგი ედიშერაშვილს.

„რა მაგარია, ბრავო!“ „რა ფორმაში ხარ, სოფო, გასაოცარია“; „ძალიან მაგარია, წარმატებები“,- წერენ კლიპით აღფრთოვანებული მაყურებლები.