პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალმა ლელა წურწუმიამ, გადაცემის ჩაწერის დროს, შვილზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
„ქალი უნდა იყოს რეალიზებული, წარმატებული, უნდა ჰქონდეს თავისი პროფესია და შემოსავალი, ქალი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუხედავად იმისა, ჰყავს თუ არა მეუღლე.
მეც ძალიან პატარა ასაკიდან შევუდექი ჩემს პროფესიას. მთელი გულწრფელობით ვყვები ახლა ამას: მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი, დავაკელი ფიზიკურად ჩემი მასთან ყოფნა.ის იზრდებოდა არაჩვეულებრივ, ჯანსაღ გარემოში, ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, როგორც შემეძლო, მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მე დღეს სინანულის შეგრძნება არ მქონდეს.
მე ამ ბოლო წლებში ნელ-ნელა ვეცნობი ჩემს შვილს, მე მას კარგად არ ვიცნობ, ის ძალიან ჭკვიანი, გულიანი გოგოა. საოცრად თბილია... ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და ამის მიზეზი ვიცი... არ უნდა ეს პროფესია, რადგან ამ პროფესიამ მას მშობლები წაართვა.
მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს მასთან ამაზე საუბარი მომიწევდა. სადღაც 15-16 წლის იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომელიც 4-5 წლისას ჰქონდა დახატული... იქ მარიკომ დახატა ბავშვი, რომელიც ტირის. რომ ვკითხე, რატომ ტიროდა, დედა ენატრებაო... მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა მასთან ამ ჩემი არანორმალური გრაფიკის ახსნა მომიწევდა,“ - ამბობს ლელა წურწუმია.
ვრცლად ⇓