1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მსახიობი რუსკა ქარქაშაძე საქმროს, ლაშა მოწონელიძის გაცნობის ისტორიას იხსენებს.
„ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. საერთოდ არ მქონდა მოლოდინი, რომ რომში ხელს მთხოვდა. ვერაფერს განსაკუთრებულად ვერ ვამჩნევდი, უბრალოდ, ცოტა დაბნეული იყო. 20 წლის ვარ და არასოდეს ველოდებოდი პრინცს, ამას სულ ვაპროტესტებდი. ახლა კი ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა.
მშობლებთან ყოველთვის ჯანსაღი კომუნიკაცია მქონდა. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, თუ ვინმე მოგწონს, შეგიძლია გამიზიარო. მარიგებდა ხოლმე და ამიტომ, როცა ვინმე მომწონებია, ეგრევე მას ვეუბნებოდი და სულ მაინტერესებდა გამეგო, რას ფიქრობდა. ლაშას ოჯახი და ჩემი ერთმანეთს იცნობენ და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. უყვართ ერთმანეთი“, – ამბობს რუსკა ქარქაშაძე.
ნახეთ ვრცლად ↓