„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ადამიანის ასეთ სიყვარულს დავიმსახურებდი...“ - ბლიც ინტერვიუ ვიკი ბარბაქაძესთან

ვიკი

„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი ვიკი ბარბაქაძეა.

- მოვლენა, რომელმაც შეგცვალა ...

- ასე მკაფიოდ არ მახსენდება. არ ვიცვლები ხოლმე, რაც ვარ, ეგ ვარ...

- ვერასდროს წარმოვიდგენდი ...

- წარმოუდგენელი არაფერია, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ადამიანის ასეთ სიყვარულს დავიმსახურებდი, ისეთებს აკეთებენ ჩემს გამო...

- სტიმულს გაძლევს ...

- სტიმულს ისევ და ისევ საკუთარი თავი მაძლევს, საკუთარ თავთან საკმაოდ კარგად და კომფორტულად ვარ. სტიმულს ჩემი ხასიათი და სიძლიერე მაძლევს, რომელიც ვთვლი, რომ ნამდვილად მაქვს.

- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განახორციელე ...

- ჩემი ცხოვრებისეული მიზანია, ერთ მშვენიერ დღეს ვთქვა, რომ კომფორტულად ვარ. ეს სახლიდან იწყება... იმედი მაქვს, ერთ დღეს მართლა ვიტყვი, რომ კომფორტულად ვარ. 

- პირველი სიყვარულის ისტორია ...

- პირველი სიყვარული 17 წლის ასაკში იყო. გაგრძელებით დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ 2 წელი ვიყავით ერთად.

- ვერასდროს იქნებოდი ...

- მიმბაძველი ადამიანი;

- გეშინია ...

- საკუთარი თავის დაკარგვის... ისეთი ადამიანების დაკარგვის, ვინც ჩემთვის ახლოა და ემოციურად ვარ განწყობილი...

- რჩევას იღებ ...

- რჩევას ნებისმიერი ადამიანისგან ვიღებ, სრულიად უცხოსგანაც, თუ ჯანსაღი და გამოსადეგია, ვითვალისწინებ.

- როგორი მოხუცი იქნები?

- „სლეეი“ (იცინის) შვილები და შვილიშვილები თუ მეყოლება, მეგობრული ვიქნები. ვიქნები ისევ ისეთი სარკასტული, ცოტა ნერვებს მოვუშლი პატარებს (იცინის).

 

ასევე ნახეთ:

Exclusive: „ბევრი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში... არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვისი დამძიმება..." - კირა ანდრონიკაშვილი პირადზე

„ჩემი გოგო აღარ მყავს...მადლობა ყველა ბედნიერი წამისთვის“ - თაია ჭიჭინაძე

„ასე ლამაზად თენდება გურიაში...“- გივიკო დიდია ბახმაროდან ულამაზეს კადრებს აქვეყნებს