საფრანგეთში მსურველებს უცნობი ადამიანების ქორწილში მისვლა 150 ევროდ შეუძლიათ

ქორწილი

საფრანგეთში უჩვეულო სტარტაპი ამუშავდა, რომელიც მსურველებს უცნობი ადამიანების ქორწილში წასვლის საშუალებას აძლევს.

Invitin-ის დამფუძნებელი კატია ლეკარსკი ამბობს, რომ „ფასიანი“ სტუმრების რაოდენობა თითო ქორწილში შეზღუდულია - 5-დან 10 ადამიანამდე. ღონისძიებაზე დასწრება კი საშუალოდ 150 ევრო ღირს.

სერვისით ჯენიფერმა და პაულომ ისარგებლებს, რომლებსაც ქორწილი აგვისტოში ექნებათ. წყვილმა თავად აირჩია აპლიკაციაში დარეგისტრირებულთაგან 5 უცნობი ადამიანი, რომლებიც მათ ქორწილში მთელ დღეს გაატარებენ.

„საქმე ფულში არ არის. ეს ზღვაში წვეთია სხვა ხარჯებთან შედარებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარება დეკორისა და კაბის ხარჯების ნაწილს. მაგრამ მთავარია, რომ ძალიან კარგ დროს გავატარებთ. ჩვენ ექსტრავერტები ვართ, მოგვწონს ახალი ფორმატები და ასეთი მომენტების გაზიარების შესაძლებლობა“, - განმარტავს ჯენიფერი.

ამასთან, წყვილი ფიქრობს, რომ 5 ახალი სტუმარი საღამოს უფრო მრავალფეროვანს გახდის და დანარჩენი სტუმრებისთვის ატმოსფეროს გამოაცოცხლებენ.

„ჩვენს ქორწილში გაცილებით მეტი ქალი იქნება, ვიდრე თავისუფალი კაცი. ვიფიქრეთ, ეს სიტუაციის გათანაბრებაში დაგვეხმარება“, - დასძინა ჯენიფერმა.