„როცა ხედავს, მის კონკურენტს აქვს ფუფუნება, ყოველ ღამე იწვეს თავის რჩეულთან... ქალური ეგოიზმი არსებობს...“ - პაატა თედიაშვილი

მერიემ გოგაშვილი/სალომე უშხვანი

„პრაიმ ჰაუსის“ პირველივე დღიდან, მონაწილეები ერთ-ერთ საძინებელზე ვერ შეთანხმდნენ და შესაბამისად, ეს თემა სხვა მონაწილეების განსახილველიც გახდა. პაატა თედიაშვილი ვარაუდობს, რომ მერიემს სითბოს დეფიციტი აქვს და სწორედ ამიტომ არ დათმო მან საძინებელი, სადაც 2 ადამიანი იზოლირებულად მოთავსდება.

მერიემს ალბათ, სითბოს დეფიციტი აქვს, ჩემი აზრით და როცა ხედავს, რომ მის კონკურეტნს აქვს ამისი ფუფუნება და საშუალება, ყოველ ღამე იწვეს თავის რჩეულთან, ქალური ეგოიზმი არსებობს... ხომ არსებობს ასეთი ფენომენი?! ალბათ, მერიემს სიმარტოვის განცდა აქვს...“ - ამბობს თედიაშვილი.