„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
ცნობილი ქართველი პიანის, ხატია ბუნიათიშვილის საკონცერტო ტურნეში ცვლილებებია. კონცერტები, რომელიც დაგეგმილი იყო მაისში რამდენიმე თვით გადაიდო.
ხატია კონცერტებს 4 აპრილის ჩათვლით გამართავს, შემდეგ კი 27 აგვისტომდე დაისვენებს. მიზეზი ორსულობაა. მან საზოგადოებას სიახლე 14 თებერვალს შეატყობინა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პიანისტის დებიუტი Stern Auditorium / Perelman Stage-ში, პირველი შვილის მოახლოებული დაბადების გამო, 11 მაისის ნაცვლად, 19 ოქტომბერს გაიმართება.
ვინ არის პიანისტის რჩეული ამ ეტაპზე უცნობია. ხატია ბუნიათიშვილი აქამდე ოფიციალურად არასოდეს ყოფილა დაოჯახებული, თუმცა ხშირად აწყვილებდნენ უცხოელ ვარსკვლავებთან.