1728499899
„რა გაუმართლა ბენს, 8 წელი ჩემთან…” - ნუკი და ბენი ქორწინების 8 წლისთავს აღნიშნავენ
ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ჩეიმი ქორწინების რვა წლისთავს აღნიშნავენ. ნუკი ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და მეუღლეს საჯაროდ უხსნის სიყვარულს.
„პროსტაა” რა გაუმართლა ბენს, 8 წელი ჩემთან... საქართველოს მოქალაქეობა და ჩემი გაუთავებელი სიშიშვლე სოციალურ ქსელში.. მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს...
ვხუმრობ, გამიმართლა მე!! რომ მიძლებს... ისე რამდენს გეგონათ, რომ დავიშლებოდით მალე? მართალია ზოგჯერ ჩავბარგებულვარ, მაგრამ ასე ყველა ოჯახში ხდება, არავინ მოგატყუოთ და გითხრათ, რომ სულ ჩაის სვამენ და არ ჩხუბობენ. მთავარი არასდროს დაიძინოთ ნაჩხუბრებმა... ჩვენ დღეს 8 წელი შეგვისრულდა, რაც ცოლ–ქმარი ვართ… და მგონი, კიდევ 28-ს გავქაჩავთ და მერე ვნახოთ. მიყვარხარ ბიჭოოო“. – წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ბუბა ჭოღოშვილის და მომღერალი ნანკა გვარიშვილის წყვილის ოჯახური იდილია სოფელში
მამაკაცმა, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, თავის არეში დაზიანება მიიყენა - ახალი დეტალები