„რა არ დამაბრალეს...“ - კახაბერ შარტავა მიმართვას ავრცელებს

კახაბერი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე კახაბერ შარტავა მიმართვას ავრცელებს. როგორც პროექტის ფინალისტი სოციალურ ქსელში წერს, მასთან დაკავშირებით, არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

„დღეს ვფიქრობდი, რომ ჩამეხსნა გამარჯვებისთვის ბრძოლა. ხალხო, რეებს მიგონებენ ფულთან დაკავშირებით. იპოტეკური სესხით ვცხოვრობ 4 წელია ( 11 წელი კიდე დარჩა, სრულად რომ დავფარო) და ახლა უკვე ჩემი ყოველთვიური შემოსავალი სულ რაღაც ათასი ლარია, მიუხედავად ამისა, ჩემთვის მოგება არ არის პრიორიტეტი… მაგრამ თან მართლა ერთი ნაბიჯი დამრჩა გამარჯვებამდე და ამ სისულელეებს რანაირად უნდა ავყვე… ერთი ფაქტია, რომ ადამიანის ფანტაზიორობას თურმე მართლა საზღვარი არ ჰქონია, თან რაც უფრო ბოღმითაა გაჟღენთილი, მით უფრო დაუნდობელია…

რა არ დამაბრალეს, მოძალადე, აგრესორი, ბულერი, ხორციჭამია... ახლა თურმე აურაცხელი ქონების პატრონი. კი ნამდვილად დიდი სიმდიდრე მაქვს, ის, რომ ჩემს სამეგობროში, ბოღმა, ღვარძლიანი, შურიანი და მოღალატეს ადგილი არასდროს ყოფილა და არც არის! მიყვარხართ. თქვენი კახაბერი…", - წერს პროექტის მონაწილე სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

„ბოლოს დედას დაურეკა...“ - ბათუმში 30 წლის არჩილ პაქსაძეს ეძებენ

„სასამართლოდან პირდაპირ მამის საფლავზე წავედი... პატიება ვთხოვე...“ - 21 წლის ბიჭი, რომელიც მამის მკვლელობის საქმეზე გაამართლეს