პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მეოთხე სეზონის მონაწილე ანა ქურდაძეა.
- მოვლენა, რომელმაც შეგცვალა...
- რადიკალური ცვლილება ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, იყო გარდამტეხი პერიოდები...
- ვერასდროს წარმოვიდგენდი ...
- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „პრაიმ ჰაუსში“ მოვიდოდი. გადაწყვეტილებამ გაამართლა.
- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს ...
- იგივე გზას გავივლიდი...
- სტიმულს მაძლევს ...
- ჩემი დღევანდელი დღე, რომ ხვალ უკეთესი ვიყო;
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე ...
- საზღვარგარეთ მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო და იქ გავიარო მაგისტრატურა...
- პირველი სიყვარულის ისტორია ...
- ძალიან სიგიჟე და გადარევა იყო, ძალიან მაგარი... 2016 წელს დაიწყო და 5 წელი გაგრძელდა...
- ვერასდროს ვიქნებოდი ...
- ვერასდროს ვიქნებოდი ბოროტი...
- მეშინია ...
- ადამიანს სხვა რისი უნდა ეშინოდეს ცხოვრებაში, საკუთარი თავის გარდა. არ მგონია, საკუთარი თავის გარდა, სხვა რამე საშიშროება გველოდეს წინ...
- რჩევას ვიღებ ...
- რჩევას საკუთარი თავისგან ვიღებ
- მოხუცი ვიქნები ...
- მხიარული, პოზიტიური და ძალიან, ძალიან თინეიჯერი ბებო ვიქნები;
ასევე ნახეთ:
„ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია... ქორწილში მოკლეს...“ - მარტა ბარამიძე
„არ ვიცი, ამის მერე რა მოხდება...“ - რა ხდება ვიკი ბარბაქაძის პირად ცხოვრებაში