პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნინო სურგულაძე ბელგიაში იმყოფება, სადაც წარმატებით შედგა სპექტაკლი „ქალთევზა“ მისი მონაწილეობით. ქართველმა მეცოსოპრანომ იეჟი ბაბას პარტია შეასრულა.
ნინო თავისი გარდასახვის დამადასტურებელ საინტერესო ფოტოს გვიზიარებს სოციალურ ქსელში და წერს:
„საოცრად წარმატებული პრემიერა მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ბელგიაში, ლიეჟის სამეფო თეატრში. დვორჟაკის „ქალთევზა“.
საოცრად ამაღელვებელი საღამო ზღაპრული მუსიკითა და არტისტებით და ბოლოს გვირგვინად უთბილესი მაყურებელი!
ვულოცავ ამ დიდი წარმატებას ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგებს, ჩემს ქართველ კოლეგას სოფია ჯანელიძეს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საოცარი სითბოსთვის ბელგიელ მაყურებელს.
მადლობა უფალს!“,-წერს ნინო.