მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
ცოტა ხნის წინ, ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში მოექცნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ბიზნესმენი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა. მაშინ, ფოტო მოდელს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, დუმილი „ვიზიტორში“ დაარღვია.
„არ მჭირდება მარტო დარჩენა, ფანტასტიკური წყვილი ვართ. მე და დათოს დაშორებაზე ინფორმაცია ჭორბიუროდან წამოვიდა. მთელი თბილისი, ვაკე-საბურთალო და ვერა არის ჭორბიურო. თან უკვე კონსერვატორული, არასასიამოვნო გარემოა.
ერთად ვართ, ბედნიერები. იმ დღეს, ჩვენი ცეკვა დავდეთ, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. მარტო ჩემს გვერდზე 700 000 ნახვა აქვს. დავწერე, ხალხო, ფაქტების უფრო გჯერათ, თუ ჭორების? ხალხს ურჩევნია, რომ ცუდი დაიჯეროს,“ - ამბობს პაიჭაძე.