„ერთმანეთის მიყოლებით ჩაგვირიცხეს 100, 50 ევრო, 5 ლარი… ყველას ანგარიშის ნომერი ამოწერილი გვაქვს და უკან დავაბრუნებთ აუცილებლად” – ინტერვიუ წყვილთან, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია

სტელა და ალექსი

არსებობს ისეთი ინტერვიუებიც, რომლებსაც ემოციური სარგებელი მოაქვს მკითხველისთვის. გაძლევს თუნდაც ერთი დღის სამყოფ პოზიტივს... სტელას და ალექსის ინტერვიუ ზუსტად ასეთია. თუ მათ წყვილს დიდი ხანია, თვალს ადევნებთ, მაგრამ ვერა და ვერ გაგიხსენებიათ, საიდან გეცნობათ...

ალექსანდრე კიკვიძე 5 წლის წინ “X ფაქტორის”გამორჩეული მონაწილე იყო, რომლის გამოსვლასაც ჟიური ყოველთვის მოუთმენლად ელოდებოდა...

”უჭირავს გიტარა, მღერის და ეს სრულყოფილებაა. თავის ტკივილიანად, თავის ოჯახიანად, თავის შვილებიანად, ჩემთვის ყოველთვის იყო გამორჩეული და ყველა დანარჩენებიდან ცალკე დგას ეს ადამიანი ჩემთვის.” – ეს დათო ევგენიძის სიტყვებია ალექსანდრეზე.

დღეს კი თავის ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე, გერმანელ შეყვარებულთან, სტელასთან  ერთად საუბრობს.

ალექსანდრე, 5 წლის წინ თქვენი გამოსვლა “Xფაქტორის” სცენაზე ძალიან ემოციური და ცრემლებით სავსე იყო. შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ის დღე და გააცოხლოთ ის ემოციები, რასაც მაშინ განიცდიდით?

— “X-ფაქტორის” გამოსვლა ჩემს შვილებს მივუძღვენი, ამიტომ იყო ეს დღე ჩემთვის ძალიან ემოციური. როდესაც სცენაზე გამოვედი, ვიმღერე, ემოციები გამოვუშვი, ჟიურის ასეთი თბილი შეფასება მოვისმინე და მაგ დროს გავიფიქრე, რომ მე ეს შევძელი და ჩემს შვილებს დავუმტკიცე, რომ მათ ძალიან მაგარი მამა ჰყავთ.

მერე ფიქრებით წარსულშიც გადავინაცვლე, ყველაფერი ერთაბაშად მომაგონდა, თუ როგორ ვცდილობდი უკეთესობისკენ შემეცვალა ცხოვრება და ცრემლებიც ვეღარ შევიკავე. ახლაც ემოციურია ამ ყველაფრის გახსენება ჩემთვის, თუმცა ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს შვილებს დავანახე საკუთარი შესაძლებლობი, რომ უკეთესობა ყოველთვის შესაძლებელია.

—  რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა? თვლით, რომ საქართველოში მუსიკოსის პროფესიით ცხოვრება გაგიჭირდებოდათ? 

— 2004 თუ 2005 წელი იყო, ზუსტად ვერ ვიხსენებ, როცა პირველად დავიწყე მიწის ქვეშა გადასასვლელებში დაკვრა. თბილისის თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში მაქვს ნამღერი. ამ პერიოდში ვეცნობოდი ძალიან ბევრ უცხოელს: ფრანგებს, გერმანელებს, იტალიელებს, ამერიკელებს და ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ამ ხალხთან ევროპაში ჩავსულიყავი. ჩემი მუსიკალური მონაცემები უცხო ხალხისთვის გამეზიარებინა.

მოგზაურობა ჩემთვის დიდი სკოლასავითაა, ბევრ საინტერესო რამეს ვსწავლობ მოგზაურობის დროს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი საზღვრებს გარეთ.

საქართველოში მხოლოდ რესტორნებსა და ბარებში ვუკრავდი. ამის იქით განვითარება არ მქონდა, თუმცაღა მადლობა საქართველოს, რომ როგორც მუსიკოსი, მის ქუჩებში გავიზარდე. ახლა გერმანიაში ვართ და აქაც კონცერტებს ვატარებთ. სამომავლოდ ამერიკაში ვგეგმავთ მუსიკალური ცხოვრების გაგრძელებას.

—  როგორც თქვენი სოციალური გვერდიდან ჩანს, მუსიკას ორივეს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, თქვენი ძირითადი შემოსავლის წყაროც მუსიკაა? 

—  დიახ, მუსიკა ჩვენი ცხოვრება და საარსებო წყაროა, სადაც მივდივართ, ყველგან მუსიკით ვშოულობთ პურის ფულს. სტელას აქვს ასევე თავისი პროფესია. გერმანულ კომპანიაში დოკუმენტურ ფილმებს ახმოვანებს. ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენაზე. ასევე ფოტოგრაფიაც მისი შემოსავლის წყაროა. 

—  რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გაავრცელეთ ვიდეო ჩანაწერი, სადაც მადლობას უხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინანსურად დაგეხმარათ, საიდან წამოვიდა ეს იდეა, რომ თქვენი გამომწერებისთვის მიგემართათ დახმარებსათვის ? ალბათ, ძალიან რთული სიტუაციაში აღმოჩნდით? 

—  ჩვენ საკმაოდ მომზადებულები წამოვედით ევროპიდან საქართველოში. ყველა ხარჯი გათვლილი გვქონდა. მოგეხსენებათ, სტელა გერმანელია და წინასწარ გათვალისწინება, დაგეგმვა მისი ერთ-ერთი თვისებაა, თუმცა ისე მოხდა, რომ თვენახევრის შემდეგ, როცა უკან უნდა დავბრუნებულიყავით მხოლოდ 200 ევრომდე დაგვრჩა. ამ თანხით უნდა ჩავსულიყავით ჯერ ქუთაისში და იქიდან ბარსელონაში, მაგრამ საზღვარზე არ გამიშვეს, უკან დამაბრუნეს.

სტელამაც, მე ჩემს მეუღლესთან ვრჩებიო და ასე დავრჩით ფინანსების გარეშე საქართველოში. რა უნდა გვექნა არ ვიცოდით. მშობლებს და მეგობრებს  დავუკავშირდით დასახმარებლად. სწორედ ამ დროს ვიფიქრე, რომ ის ხალხი შეიძლებოდა დამხმარებოდა, ვინც სოციალურ ქსელში ყოველდღიურად თვალს გვადევნებს და ვუყვარვართ. შედეგმა ნამდვილად გამაოცა, როცა ჩემი თხოვნის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდა შეტყობინებები: ჩაირიცხა 100 ევრო, 50 ევრო, 5 ლარი, 1 ლარი…

გვინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს, არნახული გვერდში დგომისთვის. სტელას ყველას ანგარიშის ნომერი ამოწერილი აქვს და ზაფხულში უკან დავაბრუნებთ მათ თანხებს აუცილებლად. სრულად