„ერთადერთი რაც ჩემი მაქვს - ჩემი სახელია. ახლა ისიც წამართვეს“ - მედიაში, სამეფო ოჯახის კიდევ ერთი ხმაურიანი ინფორმაცია გავრცელდა

ელისაბედი

დედოფალი ელისაბედ მეორე განცვიფრებული იყო პრინც ჰარის და მეგან მარკლის განცხადებით იმის შესახებ, რომ მან მხარი დაუჭირა წყვილის გადაწყვეტილებას ქალიშვილისთვის მისი სახელი - ლილიბეტი დაერქვათ. ამის შესახებ Daily Mail-ი ბრიტანელი ჟურნალისტის რობერ ჰარდმანის წიგნზე „ჩარლზ მესამე. ახალი მეფე. ისტორია შიგნიდან“ დაყრდნობით წერს.

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქალიშვილის 2021 წლის 4 ივნისს, აშშ-ში დაიბადა. 9 ივნისს წყვილის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ დედოფალმა მხარი დაუჭირა წყვილის იდეას, შვილთაშვილს მისი სახელი დაარქვან. მაშინვე სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას დედოფლისთვის ამ საკითხზე რჩევისთვის არ მიუმართავთ.

ჰარდმანი წიგნში ელისაბედ მეორის თანაშემწის სიტყვებს იშველიებს, რომელმაც თქვა, რომ დედოფალი სასექსების განცხადების შემდეგ ისეთი გაბრაზებული იყო, როგორც არასოდეს.

„მე არც სასახლეები მაქვს, არც ნახატები. ერთადერთი რაც ჩემი მაქვს - ჩემი სახელია. ახლა ისიც წამართვეს“, - ასეა აღწერილი წიგნში თანაშემწის მიერ გაჟღერებული სიტყვები, რომელიც თითქოს დედოფალს ეკუთვნის.

დედოფალ ელისაბედს ლილიბეტს ბავშვობაში ეძახდნენ, რადგან თავიდან მას საკუთარი სახელის სწორად წარმოთქმა უჭირდა. ამასთან, ამ სახელით მას მხოლოდ მისი მშობლები, და, მოგვიანებით კი მეუღლე და რამდენიმე ახლო მეგობარი მიმართავდნენ.

ასევე ნახეთ:

„დედამიწას კვლავ 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს“ - რომელ რიცხვებშია მოსალოდნელი ეს მოვლენა და ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად

VIDEO: შვილის ქორწილში აცეკვებული გოჩა და შორენა ჩერტკოევების ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა