„დედის მიერ ნათქვამი წყევლა, ეს არის უმძლავრესი ჯადო...“ - ეზოტერიკოსის გაფრთხილება

წყევლა

ეზოტერიკოსი კოლხი ანი დედის წყევლის სიმძიმეზე საუბრობს და განმარტავს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს გაუაზრებლად წამოსროლილმა სიტყვებმა:

„დედის წყევლას შეუძლია დაანგრიოს შვილის ცხოვრება სრულყოფილად და უსასრულოდ. უკვე მერამდენე ადამიანი დამიკავშირდა, რომელსაც ეს აქვს... ადამიანები, ხშირად, სხვაგან ეძებენ პრობლემის მიზეზებს და არკვევენ, რა იწვევს მათ ცხოვრებაში მუდმივ წარუმატებლობას. 

სიტყვას რომ უდიდესი ძალა აქვს, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. დედის მიერ ამოტყორცნილი წყევლა, ეს არის უმძლავრესი ჯადო. 

ალბათ, წინაპრებისგანაც გსმენიათ - არ დაწყევლო, „მეამინემ“ არ ჩამოიაროსო. „ამინი“ უხილავ ძალად ითვლებოდა, რომელიც ადამიანს სურვილს უსრულებდა. თუ დაწყევლა მის ჩამოვლას დაემთხვეოდა, დასტურს მისცემდა და ადამიანს ნატვრას აუსრულებდა. 

თუ დაწყევლით საკუთარ შვილებს, ამით მათ მუდმივი იმედგაცრუებისთვის, ჯანმრთელობის პრობლემებისთვის, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობისთვის და ყველა უბედურებისთვის იმეტებთ“, - განმარტავს ეზოტერიკოსი.