„დაბრუნება მიწევს... ჩემმა შეყვარებულმა ხელის მოწერა შემომთავაზა“ - კესო ბერუაშვილი

კესო

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის, კესო ბერუაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, შეყვარებულს არ გამოაჩენდა და არც ისაუბრებდა, გადაწყვეტილება შეცვალა. 

ჩემი ევროპაში ყოფნის პერიოდი იწურება, 3 თვე უკვე გადის. მე უნდა დავბრუნდე ან საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში, მაგალითად, თურქეთში ჩამოვიდე. ჩემი შეყვარებული გერმანიაშია და არ უნდა, რომ წავიდე. რადგან ურთიერთობა გვაქვს, მოდი, ხელი მოვაწეროთ, იქნებ ასე დარჩე და აქ იცხოვროო. დავრეკეთ საელჩოებში, მოვიძიეთ ინფორმაცია, ნურას უკაცრავად, ასე მარტივად არ არის ყველაფერი.

პირველი, რასაც კატეგორიულად ითხოვენ, გერმანული ენის საბაზისო ცოდნაა. საბუთები, ანგარიშის ამონაწერები, ეს მარტივია. თუ იცით უფრო სწრაფი, მარტივი გამოსავალი, იქნებ დამეხმაროთ...“ - ამბობს კესო ბერუაშვილი.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ვალში არავის დავრჩენილვარ, ესეც შეპირებული რევანში!“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე უშხვანი

„ამას პირველად ვყვები - დედა ნერვიული ქალი იყო, სულ ნაირ-ნაირი ქამრები ჰქონდა...“ - რას იხსენებს თამარ ივერი