„ჩემი მელანო 14 წლის გახდა“ - დათო ხუჯაძე უფროსი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

დათო ხუჯაძის შვილები

დათო ხუჯაძე პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული, მათ ერთი საერთო შვილი მეანო შეეძინათ. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. მომღერალმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა, წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. დათოს და ეკას ერთი ქალიშვილი, ილა ჰყავთ, რომლის ფოტოები სოციალურ ქსელში მუდმივად დიდ მოწონებას და თბილ კომენტარებს იმსახურებს. 

დების მსგავსებაზე წერენ დათოს გულშემატკივრებიც. დღეს, დათო ხუჯაძის უფროსი ქალიშვილი, მელანო ხუჯაძე იუბილარია, ის 14 წლის გახდა. დაბადების დღე ქალიშვილს დათო ხუჯაძემ სოციალურ ქსელშიც მიულოცა:

"დღეს ჩემი მელანო 14 წლის გახდა" - წერს ის.