„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
„თავისუფლება არის თანასწორობის შეგრძნება. როცა შენ არ გრძნობ ქედმაღლობას, ესაა თავისუფლება. ამ სამყაროში არც ერთი ადამიანი არავისზე მეტი არ არის", - ამბობს მსახიობი მიშა კალანდაძე.
რა ესმის მას ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რით ამაყობს, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სისუსტედ და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ ბლიცინტერვიუში, რომელიც მასთან ჟურნალმა „გზამ“ ჩაწერა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...იმ კარგ ადამიანებს, რომლებიც ჩემ გარშემო და ჩემს გულთან ახლოს არიან. მათ წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...უფალმა ორი არაჩვეულებრივი და ჯანმრთელი ადამიანი მაჩუქა, შვილებს ვგულისხმობ. ისინი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივაცია არიან. ბიჭობაში როგორ შვილებზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეთები არიან, - ქერები და ცისფერთვალებები. უფლის უზომოდ მადლიერი ვარ.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ადამიანებს მხარში ამოვუდგე, ეს ჩემი შინაგანი "მე" მაბედნიერებს. ხანდახან საკუთარ საზრუნავსაც კი უკან გადავწევ ხოლმე.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ადამიანების სიყვარული შემიძლია და მხარში დგომის უნარიც მაქვს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...არაპუნქტუალური ვარ, ყველგან ვაგვიანებ. 36 წელია ჩემში ამ პრობლემას ვებრძვი და ჯერ ვერ მოვერიე.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ის ადამიანი გაიაზრებს, გააცნობიერებს, რომ შეეშალა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს ადამიანებთან ურთიერთობა არ შემიძლია. ვცდილობ, განვმარტოვდე. გავდივარ ბუნებაში, სადაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მესმის. ეს ერთგვარი რელაქსია. მსგავსი რამ ხშირად არ მემართება.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ამბავი, რომელსაც ახლა გეტყვი, ჩემთვის მძაფრი შეგრძნებების მომგვრელია. მამა 2008 წელს, აგვისტოს ომამდე გარდაიცვალა, ის ავადმყოფობდა. გარდაცვალების წინ მითხრა, მე ახლა უნდა წავიდე, დედას და შენს დაიკოს უნდა მიხედოო. ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ზუსტად ვიცი, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს არასდროს დამავიწყდება. ინტერვიუ ვრცლად ნახეთ აქ
ასევე წაიკითხეთ:
👉 მომდევნო ერთი თვის ამინდის პროგნოზი - ზაფხული იწყება!
👉 „საკმაოდ ბევრი დავიკელი... მთავარია, ნებისმიერ წონაში თავს კომფორტულად გრძნობდე“ - თიკა ჯამბურია
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944