1746938520
„64 წლის განმავლობაში, პირველად მოვიგე... შრომის გარეშე, თანხა არასდროს ამიღია“ - „გვაჩვენე შენი ხმის“ პირველი გამარჯვებულის ემოციები

„გვაჩვენე შენი ხმა“ - „რუსთავი 2-ზე“ მუსიკალური მეგაპროექტი უკვე დაიწყო და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.
გადაცემას უკვე ჰყავს პირველი გამარჯვებული, ცეკვაზე უზომოდ შეყვარებული ქართულის მასწავლებელი - მარინა ბედოშვილია.
როგორც მარინა ჩვენთან საუბრისას ამბობს, მას ცხოვრებაში თანხა არ მოუგია და ეს პირველი შემთხვევა იყო.
მარინა ბედოშვილი საზოგადოებამ ვიდეოთი გაიცნო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ვიდეოში მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში ცეკვავს. მარინა 159-ე სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას 1984 წლიდან ასწავლის.
პედაგოგი პროექტშიც მოსწავლეებთან ერთად იყო მოსული, რომლებიც მას გულშემატკივრობდნენ და პირველ გამარჯვებას იზიარებდნენ.
„ისე დავიწყე თამაში, ამ შედეგს არ ველოდი. თავიდან პირდაპირ ორი ისეთი შეცდომა დავუშვი, არ მეგონა, თუ ბოლომდე გავიდოდი. მერე რაღაცნაირად სხვანაირად შეიცვალა სიტუაცია. გარემო და გუნდია არაჩვეულებრივი და მოხდა ისე, როგორც მოხდა. მართლა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. მინდა გითხრათ, რომ 64 წლის განმავლობაში, თანხა პირველად მოვიგე. შრომის გარეშე, თანხა არასდროს ამიღია. მონაწილეობაზე რომ ვფიქრობდი, ბავშვებმაც მხარი დამიჭირეს, შემაგულიანეს და აი, ახლაც გვერდში მიდგანან და აქ არიან“,- ამბობს მარინა ბედოშვილი.
„გვაჩვენე შენი ხმა“ - ეს არის კორეული სატელევიზიო შოუ. გადაცემის მთავარი პრინციპის მიხედვით, ჟიურიმ უნდა გამოიცნოს, შეუძლია თუ არა სიმღერა მის წინ მდგარ მონაწილეს.
ჟიურის წევრები არიან: პაატა გულიაშვილი, თამარ ფხაკაძე, ავთო გვასალია და გიგი დედალამაზიშვილი.
სცენა, სადაც, ამ დრომდე, უცნობი სახეები პირველად გამოჩნდებიან ყოველდღიურად იცვლება, ნათდება და ლაგდება ისე, რომ კორეული გადაცემის ანალოგი ქართველი მაყურებლისთვის გახდეს ერთნაირად საინტერესო, აზარტული და ხარისხიანი.
სხვადასხვა პროფესიით, განსხვავებული მონაცემებითა და უნარებით დაჯილდოებული 6 მონაწილე ყოველ კვირას ჟიურის შეცდომაში შეყვანას შეეცდება.
ასევე ნახეთ:
მეგაპროექტის პირველი გამარჯვებული და მოგებული 3000 ლარი - რა მოხდა „გვაჩვენე შენი ხმის“ გადაცემაში